2017-06-05

თანამშრომლობის მემორანდუმები თსუ-ს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის

5 ივნისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოსთან. მემორანდუმებს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერია და საკრებულო მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან სტუდენტური სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მერიას და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით; განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი






« იხ. ყველა ანონსი