2015-07-31

თსუ სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა

31 ივლისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამისთვის “ საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სტუდენტები დაესწრებიან. 

2013 წლის დეკემბერში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული  სამაგისტრო პროგრამისთვის “საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA-თან ხელშეკრულება გაფორმდა.

FIBAA-ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამას - “საჯარო მმართველობა“,  მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი