2019-12-20

თსუ ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

20 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას, რომელიც ეძღვნება თსუ-ში სპარსული ენის სწავლების საუკუნოვან ისტორიასა და თსუ-ის ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა სახელმწიფო ეროვნული ცენტრისა და ქართველ ირანისტთა პირად არქივებში დაცული, სპარსული ენის სწავლების საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი, მდიდარი დოკუმენტური მასალა, ფოტოები, იშვიათი გამოცემები, ქართველ ირანისტთა პირადი ნივთები. 
2019 წელს შესრულდა 145 წელი კათედრის დამაარსებლისა და პირველი გამგის, პროფ. იუსტინე აბულაძის დაბადებიდან, რომელიც 1918 წლიდან კითხულობდა სპარსულ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ თარიღთან დაკავშირებით, გამოფენის გახსნაზე შედგება ნინო მაქაძის მონოგრაფიის: „იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“ პრეზენტაცია.
დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინება ჟურნალ „არმაღანის“ (აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანები) სპეციალური ნომერი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ირანისტის, კონსტანტინე ფაღავას (1919-1994), დაბადებიდან 100 წლისთავს. 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1,  თსუ I კორპუსი, მუზეუმი.  

« იხ. ყველა ანონსი