2014-01-17

„საქართველო-თურქეთი, კულტურული დიალოგი“

17 იანვარს, 14.00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება „საქართველო-თურქეთი, კულტურული დიალოგი“. ღონისძიების ფარგლებში შედგება კარადენიზ ერეგლის ხელოვნების კოლეჯის პედაგოგის, მხატვარ ადნან თურანის, მისი მოსწავლეების და თსუ სახვითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების პერფორმანსი და მასტერკლასი.

პერფორმანსზე მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული  ტილო  გათამაშდება ლატარიით, ხოლო გამოფენიდან  ერთი ნამუშევარი საჩუქრად გადაეცემა უნივერსიტეტს.

ღონისძიების ორგანიზატორებია საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის“ საქართველოს ფილიალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის  გამზ. №1,  თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

 




« იხ. ყველა ანონსი