2015-10-30

დარიუშ შპოპერს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოლშტინის ვარმია-მაზურის უნივერსიტეტის პროფესორ დარიუშ შპოპერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით დარიუშ შპოპერს საპატიო დოქტორის წოდება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ენიჭება. 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი