2018-09-26

პროფესორ ედიტ ჰოლის საჯარო ლექცია - „არისტოტელეს გზა“

26 სექტემბერს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, კინგს კოლეჯის პროფესორი, ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე ედიტ ჰოლი წაიკითხავს საჯარო ლექციას - „არისტოტელეს გზა“.

მოხსენების ენა: ინგლისური

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, მეორე სართული, 220-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი