2014-02-04

კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო თსუ-ში

4 თებერვალს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო გაიმართება.

2014 წელი გამოცხადებულია საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების და 26 საუკუნის თანაცხოვრების აღნიშვნის წლად. კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამოს ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი