2011-06-17
რუსთაველის ფონდი თსუ–ში სახელმწიფო გრანტების კონკურსს გამოაცხადებს
17 ივნისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათ¬ლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსი დოქტორანტებს საშუალებას მისცემს თემის თანახელმძღვანელ საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარი ჰყავდეთ. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორანტს, რომელიც მომავალი 2 წელი დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. შესაბამისად, პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ ორი წლით. პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსდება როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი თანახელმძღვანელის საქართველოში მივლინებები, ასევე დოქტორანტის ვიზიტები თემის თანახელმძღვანელის კვლევით დაწესებულებაში, სადაც გაეცნობა და ჩაერთვება მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წლიურად 15 000 ლარით დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსის პროგრამა და პირობები ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge განთავსდება, პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია ამავე ვებ-გვერდზე 20 ივნისს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, 1–ლი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი