2014-11-07
გერმანიის საელჩოს ღონისძიებები ბერლინის კედლის დაცემის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით
7 ნოემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ”ბერლინის კედლის დაცემის 25 წელი” ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „Zug in die Freiheit“ ჩვენება.
ფილმი მოგვითხრობს 1989 წელს გდრ-იდან გაქცეული პირების ისტორიაზე, რომლებმაც პრაღის საელჩოს შეაფარეს თავი. ფილმის ჩვენებას დაესწრება გერმანიის საგანგებო და სულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი.
ფილმი ნაჩვენები იქნება გერმანულად, ინგლისური სუბტიტრებით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
8 ნოემბერს, 17.00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება დისკუსია თემაზე ”ბერლინის კედლის დაცემის 25 წელი”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკის, მეცნიერების, საზოგადოების) გერმანელი და ქართველი წარმომადგენლები. წამყვანი: ოლივერ რაისნერი (ისტორიკოსი). დისკუსია გაიმართება გერმანულ-ქართული სინქრონული თარგმანით.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აუდიტორია (შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან)
9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციისა და ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წელი სრულდება. იუბილეს აღსანიშნავად გერმანიის საელჩო აწყობს ღონისძიებებს სახელწოდებით ”ბერლინის კედლის დაცემის 25 წელი”.
« იხ. ყველა ანონსი