2018-03-05

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018

5 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018"-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

მისამართი:ი.ჭავჭავაზის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი