2017-10-04
„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“
4 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“. კონფერენცია გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის და კარტოგრაფის
ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებაში ქართველ გეოგრაფებთან ერთად, 16 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია, ლიტვა, ესტონეთი, შვედეთი, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი, ჩილე, თურქეთი) 100-მდე მეცნიერი მონაწილეობს. კონფერენციაზე იმუშავებს 3 სექცია: ლანდშაფტი, როგორც სივრცე-დროითი სისტემა: თეორია და რეგიონული კვლევები; ლანდშაფტი და საზოგადოება: ურთიერთქმედების მიჯნები; ლანდშაფტი, როგორც დაგეგმარებისა და აღქმის ობიექტი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება 2 საველე სკოლა-სემინარი; დაგეგმილია იალნოს ქედზე ნიკოლოზ ბერუჩაშვილის სახელობის მწვერვალის მონახულება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი