2018-09-19
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს
19 სექტემბერს, 14:30 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს საქართველოში. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია. პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს პირველკურსელებს და მიულოცავს მათ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილ; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნეში და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.
2018 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 230 სტუდენტი ჩაირიცხა. სტუდენტთა მეოთხე ნაკადი, ჩვეულებისამებრ, წარმატებული და მრავალფეროვანია. მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები და სტუდენტები უმაღლესი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე.

მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“, პავილიონი #3 (ა. წერეთლის გამზ. #118)