2012-04-20

,,1978, 14 აპრილი’’ – წიგნის პრეზენტაცია და ესეების კონკურსში „ენა, იდენტობა, ისტორია“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება

20 აპრილს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის – ,,1978, 14 აპრილი’’ – პრეზენტაცია. პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მხარდაჭერით ხორციელდება.
პრეზენტაციაზე მოეწყობა გამოფენაც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალაც. პრეზენტაციის შემდეგ შედგება  ესეების კონკურსში „ენა, იდენტობა, ისტორია“  გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი #1; თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი