2016-07-27

შეხვედრა საჯარო პოლიტიკის ანალიზის სფეროს წარმომადგენლებთან

27 ივლისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ ინტერდისციპლინური ცენტრის სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სახელით მასპინძლობს პოლიტიკის კვლევის საზაფხულო სამუშაო შეხვედრას.

მოწვეულ სტუმართა შორის არიან საჯარო პოლიტიკის მკლევრები, ანალიტიკოსები და სტუდენტები, რომელთაც ექნებათ საშუალება ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან იმუშაონ. აღნიშნული ღონისძიება ფინანსდება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თბილისში ამერიკის შეეთებული შტატების საელჩოს მეშვეობით. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი