2013-04-19

გერმანელ მოსამართლეთა შეხვედრა თსუ-ში

19 აპრილს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დრეზდენის (გერმანია) უმაღლესი სამხარეო სასამართლოს (Oberlandesgericht Dresden) მოსამართლეთა შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.
შეხვედრის თემაა "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოების სისტემა, მართლმსაჯულების ადმინისტრირება – ტერიტორიული და კომპეტენციური დანაწილება". შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან მოსამართლეთა დისკუსიით დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია N135)

« იხ. ყველა ანონსი