2014-04-04

ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი საღამო

4 აპრილს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი იუნკერის, პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძისადმი მიძღვნილი საღამო „საუბრები ისტორიაზე“ გაიმართება.

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, ვიტალი უგრეხელიძის ქალიშვილი, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში რადიო თავისუფლების მიუნხენის ბიუროს თანამშრომელი სევდია (დარეჯან) უგრეხელიძე-ლუკაცი, ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური სემინარის ხელმძღვანელი დავით ყოლბაია, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრებიან.

საღამოზე  2008 წელს ეჟი ლუბახისა და დავით ყოლბაიას მიერ ქართველ იუნკრებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „პოლონურ ქუდსა და ვეფხის ტყავში“ ჩვენება გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი