2012-12-05

ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის თეა აბრამიძის საჯარო ლექცია

5 დეკემბერს, 14:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ნოტარიატის სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და ახალ სანოტარო სერვისებთან დაკავშირებით საჯარო ლექციას გამართავს.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდება სტუდენტებისთვის აქტუალურ სიახლეებზე. 2010 წლიდან ნოტარიუსთა პალატაში მოქმედებს სასწავლო ცენტრი, რომლის ორგანიზებით, სტუდენტთა სწავლებისა და დასაქმების კუთხით, რამდენიმე პროექტი ხორცილედება.
სასწავლო ცენტრში ხდება ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება;
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები  სისტემატურად გადიან პრაქტიკული სწავლების კურსს სანოტარო ბიუროებში;

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ II კორპუსის საერთო მიმართულების ბიბლიოთეკა ( I სართული )

« იხ. ყველა ანონსი