2013-12-12

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპა საქართველოში"

12 დეკემბერს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ევროპა საქართველოში". კონფერენცია თსუ-სა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით ეწყობა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეძღვნება საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოებას, გენდერულ თანასწორობას, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს, ღირებულებებს, განვითარებას, განათლებას.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ ცხადად დააფიქსირა სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. ოცი წლის განმავლობაში ქვეყანა აქტიურად აწარმოებდა ევროპული ინტეგრაციის იდეის პროპაგანდას. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრიც გახდა. რამდენად აისახება ეს სწრაფვა, ევროპული ღირებულებები, სტრუქტურები, ინსტიტუტები, მოთხოვნები საქართველოს ინსტიტუციურ სტრუქტურასა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში; რამდენად რეალურია საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი - ამ საკითხებზე გაიმართება საუბარი კონფერენციაზე.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №107


« იხ. ყველა ანონსი