2011-10-11

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია თსუ–ში

11 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვდებიან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ სრული ინფორმაცია მიიღონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამჟამად მიმდინარე ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიების კონკურსის თაობაზე, სტიპენდიების გაცემის წესსა და პირობებზე. აღნიშნული სტიპენდიები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის) სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სტაჟირების პროგრამებზე. ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ სტაჟირების პროგრამის დებულებას, მიღების წესს, თითოეული დეპარტამენტის მიხედვით განსაზღვრულ სამუშაოს სპეციფიკასა და ვადებს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თსუ, V კორპუსი, 313–ე  აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი