2012-11-21

სტატიათა კრებულის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები“

21 ნოემბერს, 15:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატიათა კრებულის პრეზენტაცია „ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.
სტატიათა კრებული - „ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები“  გამოიცა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით, მომზადდა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ და მოიცავს პრაქტიკოსი და მეცნიერი იურისტების სტატიებს - ადამიანის უფლებათა აქტუალურ თემებზე.  
სტატიათა კრებულის გამოცემას მხარი დაუჭირა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციამ (GIZ).  
სტატიათა კრებულის სამეცნიერო რედაქტორია: თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი ( მელიქიშვილის აუდიტორია №115)  

« იხ. ყველა ანონსი