2013-10-10

ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის EMBER-ის პრეზენტაცია

10  ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის EMBER-ის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის კოორდინატორი სევილიის უნივერსიტეტის (ესპანეთი), ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 20 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. თსუ შეხვედრას მასპინძლობს როგორც პროექტის თანაკოორდინატორი უნივერსიტეტი.

ERASMUS MUNDUS-ი თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გამყარება ევროკავშირის ქვეყნების უნივერსტეტებსა და სამხრეთ კავკასიის უნივერსტეტებს შორის. პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა საფეხურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს აიმაღლონ ლინგვისტური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოცდილება ევროპაში აკადემიური სწავლით.

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ERASMUS MUNDUS-ის პროექტებში 2007 წლიდან ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში საგანმათლებლო-გაცვლით პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)


« იხ. ყველა ანონსი