2014-02-05

„ეკონომისტის“ (The Economist) წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2014 წელს“ ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია თსუ-ში

5 თებერვალს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი გამოცემის, ბრიტანული „ეკონომისტის“ წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2014 წელს“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

პრეზენტაციის დროს ჟურნალის ავტორები შეხვდებიან უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.  

ჟურნალის ქართველ ავტორთა შორის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნეს ლიდერები არიან.  მასში საავტორო სტატიები გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, მინისტრებმა, ელჩებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ლიდერებმა. გლობალური მომავლის პროგნოზი ჟურნალის მთავარი გზავნილია.

ღონისძიების ორგანიზატორია „ჯორჯია თუდეი ჯგუფი“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი