2016-02-26

აკაკი შანიძის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

26 თებერვალს, 12:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართება აკაკი შანიძის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია.

აკადემიკოს აკაკი შანიძის პირადი ბიბლიოთეკა 2015 წელს გადმოეცა  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. კოლექცია 1140 დასახელების 2030 საბიბლიოთეკო ერთეულისაგან შედგება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა აღნიშნული კოლექციის საძიებელი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციაზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი