2014-12-08

,,დელიბერაციის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის: საქართველოს 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომების დებატების ანალიზი“

8 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი პროექტის ,,დელიბერაციის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის: საქართველოს 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომების დებატების ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.

მომხსენებლები: თსუ  პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტები: თინა ცხოვრებაძე, ვლადიმერ ნაფეტვარიძე და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი თამილა ნიპარიშვილი.

განსახილველი საკითხები:
  • "დისკურსის ეთიკის ანალიზი იურგენ ჰაბერმასის თეორიის მიხედვით“;
  • "დისკურსის ეთიკის შეფასების კრიტერიუმები“;
  • "დელიბერაციის ხარისხის კვლევა საქართველოს 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 023

« იხ. ყველა ანონსი