2014-04-08

კლაუს დიკეს საჯარო ლექცია

8 აპრილს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის (გერმანია) ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კლაუს დიკე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: " Patrons and Commemoration. The Case of Friedrich Schiller and "his" University".

თსუ-ს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად ლექციას დაესწრება თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

სამუშაო ენა: ინგლისური.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე  (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
 

« იხ. ყველა ანონსი