2018-11-27

სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია

27 ნოემბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა 78-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება, რომელიც უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამივე საფეხურის სტუდენტები, სულ იმუშავებს 5 სექცია: ინტერდისციპლინური, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერობების, პოლიტიკის მეცნიერების.

კონფერენციაში მონაწილეობს 80 სტუდენტი. სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს თითოეული სექციიდან.

პროგრამა

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ., #8 თსუ, VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი