2014-07-09

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას შორის

9 ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას (სეა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გია ლობჟანიძე მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და სეა-ს  თანამშრომლობითა და ერთობლივი ღონისძიებებით ჩამოყალიბდება საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი კლინიკა. კლინიკის ბაზაზე განხორციელდება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას და ქვეყნის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი