2016-12-27
კრებულის „სტურუას შექსპირის სამყარო“ პრეზენტაცია
27 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის-„სტურუას შექსპირის სამყარო“ სტუდენტების სტატიები და მოსწავლეების ესეები - წარდგინება გაიმართება.
კრებულში შესულია 2014, 2015 და 2016 წელს პროექტში „სტურუას შექსპირის სამყარო“ მონაწილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო სტატიები და თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების მოსწავლეების ესეები. კრებულში ასევე თავმოყრილია თსუ-ის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომები და პროექტის „სტურუას შექსპირის სამყარო“ შესახებ შექმნილი სტუდენტური ესეები.
კრებულის წარდგინებას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და პროექტებში მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები დაესწრებიან.
კრებული ეძღვნება უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის იუბილეს. იდეის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ საგანმანათლებლო-სახელოვნებო და სამეცნიერო მიმართულებით.
ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაიმართა საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტები „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ (2013), „საუბრები თავისუფლებაზე“ (2014), „სტურუას შექსპირის სამყარო“ (2014), „სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“ (2015) და „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“ (2016).
პროექტების ფარგლებში მოეწყო გამოფენები, რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ვიდეოჩვენება, შეხვედრები ხელოვანებთან, დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობდნენ რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია ყანჩელი, მსახიობები, მწერლები, სტუდენტები და თსუ-ის აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი