2013-10-23

„შექსპირის სამყარო“ - პრეზენტაცია

23 ოქტომბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული შექსპირის შემოქმედების შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის კრებულის - „შექსპირის სამყაროს“  პრეზენტაცია.  დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ცენტრის ახალ პროექტებსაც.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

 

« იხ. ყველა ანონსი