2018-10-09

ნართების თქმულებების თეატრალური წარმოდგენა ქართულ და ოსურ ენებზე

9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ნართების თქმულებების პირველ თეატრულ წარმოდგენას უმასპინძლებს. უძველეს კავკასიურ ეპოსს ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფი ქართულ და ოსურ ენებზე გააცოცხლებს.

ღონისძიებას გახსნის ნაირა ბეპიევი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობის კვლევითი ცენტრის პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ ხელმძღვანელი. მაყურებელს მიმართავენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.

ნართების თქმულებების თეატრალური ვერსია 2018 წლის ზაფხულში „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივით შეიქმნა. კავკასიური ეპოსის თეატრალური ადაპტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. თეატრალური წარმოდგენას წინ უძღოდა ნართების თქმულებების ქართულ-ოსური ბავშვებისათვის ადაპტირებული ილუსტრირებული ვერსიის გამოცემა 2017 წელს.

ნართების თქმულებების ადაპტირებას, გამოცემასა და თეატრალურ სცენაზე გაცოცხლებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის შედეგად გამიჯნულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM).

მისამართი:საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი