2015-05-29

„ადამიანის უფლებები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

29 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „ადამიანის უფლებები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“. კონფერენციის ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. კონფერენციაზე განიხილება თემები: ეროვნულ უმცირესობათა უფლებების განსაზღვრა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში; ქალთა უფლებების საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; სოციალურ-ეკონომიკური უფლებები საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში; მოქალაქეთა უფლებები სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების პროგრამებში. 

კონფერენციაზე გაიმართება მალხაზ მაცაბერიძის წიგნის „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავება და ეროვნულ უმცირესობათა კონსტიტუციური უფლებები“ პრეზენტაცია. წოგნში განხილულია დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის მიერ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციური გარანტიების შემუშავება და 1921 წლის კონსტიტუციის შესაბამისი თავის განხილვა დამფუძნებელ კრებაში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი



« იხ. ყველა ანონსი