2010-02-01
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი 9-12 ნოემბერი, 2010
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კავკასიოლოგიის ინსტიტუტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კავკასიოლოგიის ინსტიტუტი
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი
9-12 ნოემბერი, 2010
9-12 ნოემბერი, 2010
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებს კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს თემაზე:
,,კავკასიური ცივილიზაცია (ისტორია და თანამედროვეობა)’’
კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თეზისები (20 წუთი მოხსენებისათვის, 10 წუთი დისკუსიისათვის). კონგრესის პროგრამაში ჩართული იქნება მოხსენებები მიძღვნილი კავკასიოლოგიის პრობლემატიკისადმი: იბერიულ-კავკასიური, არეალური და პალეოკავკასიური ლინგვისტიკა, კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურულ-სოციალური და პოლიტიკური ანთროპოლოგია.
კონგრესის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული და ინგლისური. თეზისები მიიღება ამ ენათაგან ორ ენაზე სრულად ელექტრონული ფოსტით, Word-ის ფორმატით, სპეციალური ნიშნებისათვის უნიკოდის გამოყენებით. თეზისები ორივე ენაზე არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდ ორ გვერდს. უნდა მიეთითოს მოხსენების სათაური, ავტორი ან ავტორები, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი.
სარეგისტრაციო გადასახადი 60€ (პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელთათვის_40 € )
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 მაისი
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება მოხსენების მიღების შესახებ ავტორისათვის ცნობილი იქნება 2010 წლის 25 ივნისს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საორგანიზაციო კომიტეტს:
კონგრესის თავმჯდომარე: ცირა ბარამიძე
ელ-ფოსტა: Caucasiology@gmail.com
tsirabaramidze@gmail.com
kvitsiani@yandex.ru
ვებ-გვერდი: www.humanities.tsu.ge /congress/
www.caucasints.tsu.ge
www.tsu.ge
საქართველო, თბილისი; 128. ი. ჭავჭავაძის პრ. 1
ტელ. + 995 32 223161; +995 99584709
+995 97 510 619
« იხ. ყველა ანონსი