2014-03-19

თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

19 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თურქული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.

სახელმძღვანელო დაწერილია სპეციალურად ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის. თუმცა წიგნით სარგებლობა შეუძლია თურქული ენის შესწავლით დაინტერესებულ ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სახელმძღვანელოს შექმნა არის პირველი ცდა.

თურქული ენის სახელმძღვანელოს ავტორები არიან თეონა აფხაზავა და ელისაბედ ბჟალავა.

სახელმძღვანელოში თურქული ენა სტუდენტს მიეწოდება ქართული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამდენად, აადვილებს მის შესწავლას.  სახელმძღვანელო აგებულია თანამედროვე მეთოდოლოგიისა (მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი) და ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი  ენის დონეების შესაბამისად და შედგება 4 კომპონენტისაგან:
•    სახელმძღვანელო
•    სამუშაო რვეული
•    ვოკაბულარი
•    CD

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი,  115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი