2017-07-31

ახალი სადოქტორო პროგრამის - „ურბანიზმი“ წარდგენა

31 ივლისს, 16:00 საათზე ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებები წარადგენენ ახალ სადოქტორო პროგრამას - „ურბანიზმი“.
 
სადოქტორო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის “განათლების რეფორმა ცოდნის საერთაშორისო გაცვლის საშუალებით” (RETHINK)" ფარგლებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის კოორდინატორობით.
 
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი