2013-11-09

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში

9 ნოემბერს, 12:00 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ მოწვევით საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ორთვინ ჰენინგი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ლექციაზე ელჩი ყურადღებას  საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე გაამახვილებს.  ორთვინ ჰენინგი მიმოიხილავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისტორიულ ჭრილში, ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელიც ორმხრივი თანამშროლობის კუთხით არის მიღწეული და სამომავლო პერსპექტივებზე.

ბატონი ელჩი   სტუდენტებს თავის გამოცდილებას გაუზიარებს. ლექციის დასასრულს  სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტუმარს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი