2013-06-21

"საჯარო მმართველთა ინსტიტუტის დაფუძნებისადმი მიძღვნილი ფორუმი"

21 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველთა ინსტიტუტის დაფუძნებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება.
ფორუმში თსუ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და GIPA-ს საჯარო მმართველობის სკოლის
სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, ასევე არასამთავრობო და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია « იხ. ყველა ანონსი