2013-09-27
საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საჯარო ლექცია თსუ-ში
27 სექტემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართელოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ივან ესტრაბი საჯარო ლექციას წაიკითხავს. ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი.“
ლექციაზე ელჩის ყურადღებას გაამახვილებს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე. ივან ესტრაბი ისაუბრებს იმ პროგრესზე, რომელიც ორმხრივი თანამშროლობის კუთხით არის მიღწეული და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე გააცნობს სტუდენტებს საკუთარ ხედვას - თუ რა როლი ენიჭებათ მათ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ლექციის მეორე ნაწილში ელჩი კლუბის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დიპლომატიის მნიშვნელობაზე საუბარს. შეხვედრის დასასრულეს კი სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტუმარს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
ღონისძიება საქართველოში ჩეხეთის საელჩოსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმართება. საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დიპლომატიური კულტურის განვითარებას ახალგაზრდა დიპლომატთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებით. კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს გააღრმავონ საკუთარი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის სფეროში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ბიბლეოთეკა