2019-10-25
სემინარი: "თანამედროვე ფოტოვოლტაიკა: გლობალური ტრენდები და მიმდინარე პრობლემები"
29 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში გაიმართება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების სემინარი: "თანამედროვე ფოტოვოლტაიკა: გლობალური ტრენდები და მიმდინარე პრობლემები". მომხსენებელი: თეიმურაზ მჭედლიძე (დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი).
მისამართი:
თამარაშვილის N6,
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის
ინსტიტუტი,
გივი ხუციშვილის სახელობის დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი