2013-12-24
ლექცია-სემინარი "რა მოხდა ვილნიუსში?"
24დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩანადირის ლექცია-სემინარი გაიმართება. ალექსანდრე ჩანადირი მონაწილეობდა ვილნიუსის სამიტში როგორც ჟურნალისტი და მას შესაძლებლობა ჰქონდა პრეზიდენტისა და დელეგაციის ხელმძღვანელების პრესკონფერენციებს დასწრებოდა. ლექცია-სემინარიზე იგი სტუდენტებს თავის მოსაზრებებს გაუზიარებს ვილნიუსის სამიტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგებზე.
დისკუსიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ინფორმაცია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
დისკუსიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ტარტუს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ინფორმაცია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი