2010-09-27

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული სტუდენტური ღონისძიებები

თბილისში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სოხუმის დაცემის 17 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მართავენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 27 სექტემბერს, 14:00 საათზე სტუდენტები ომში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.  18:00 საათზე სტუდენტები მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლებენ, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური ფოტოგამოფენა მოეწყობა, ფოტოგამოფენის პარალელურად ახალგაზრდები ნახატების სერიასაც წარმოადგენენ, სახელწოდებით „შენი თვალით დანახული აფხაზეთი“.
« იხ. ყველა ანონსი