2014-01-25

ევროპული კვირეული „საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ” თსუ-ში

25იანვარს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპული ასოციაცია (European Cervical Cancer Association) ატარებს ტრადიციულ საერთო ევროპულ კვირეულს „საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ”.

სკოლა-სემინარი გაიხსნება თემით “საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მართვის ახალი სტანდარტები”. სკოლა-სემინარში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ექიმი გინეკოლოგი, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს  სხვადასხვა რეგიონიდან; სკოლა-სემინარს გახსნის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე.

კვირეულში ტრადიციულად მონაწილეობს ივ. ჯავახიშვილის საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი „საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოება”– სთან ერთად.

სკოლა-სემინარის მონაწილეები თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და “საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების”ხელმოწერილ სერტიფიკატებს მიიღებენ.

კვირეული 19 იანვრს დაიწყო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია



 
 
 

« იხ. ყველა ანონსი