2012-06-07

სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია

7 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუირიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართება სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია თემაზე: „ქართული სამოქალაქო საპროცესო სამართალი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებელთა გამოსვლები უმთავრესად  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებს შეეხება.
კონფერენციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, პროფესორ მასწავლებლები და ის საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთაც ამ საკითხებთან აქვთ შეხება.
მისამართი: სასტუმრო „ქორთიართ მერიოტი“ (დარბაზი #6)
« იხ. ყველა ანონსი