2017-05-31

სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" წარმომადგენლების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

31 მაისს, 16:00 საათზე, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" წარმომადგენლები თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის III-IV-V კურსის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს ექთნის პოზიციაზე მომზადება და დასაქმება ანაზღაურებად ვაკანსიებზე.

მისამართი:ბელიაშვილის 78,
თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, 412-ე აუდიტორია



 

« იხ. ყველა ანონსი