2017-04-27

საჯარო ლექცია თემაზე „პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ახალი გლობალური პოლიტიკის კონტექსტში“

27 აპრილს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ახალი გლობალური პოლიტიკის კონტექსტში“. ლექციას წაიკითხავს პოლონეთის კარდინალ სტეფან ვისზანსკის უნივერსიტეტის პროფესორი ზბიგნევ ლევიცკი.
 
ლექციაზე მოწვეულები არიან პოლონეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და პოლონეთის სასტიპენდიო პროგრამების ლაურეატები.
 
სამუშაო ენა: პოლონური (თარგმანის გარეშე)
 
პროფესორი ზბიგნევ ლევიცკი კარდინალ სტეფან ვისზანსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ამერიკული კვლევების კათედრის თავჯდომარეა. იგი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწე (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულება); აღმოსავლეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების დირექტორი, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტის ამერიკული კვლევების ცენტრის დირექტორი და ვარშავის მერის აპარატის დირექტორი.
 
იგი  არის მედია კომენტატორი ამერიკული პოლიტიკის და ამერიკა-პოლონეთის ურთიერთობების თემაზე, ასევე არის ამერიკული საარჩევნო სისტემის შესახებ წიგნის, ამერიკის ცივილიზაციის ისტორიის მრავალტომეულის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ, #1, თსუ, პირველი კორპუსი, აუდიტორია #115
« იხ. ყველა ანონსი