2012-09-07
საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი აგროტურიზმი“
7 სექტემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი აგროტურიზმი“ გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.კონფერენციაში 30 ქართველ სტუდენტთან ერთად, ლონდონის ეკონომიკის სკოლის, შვეიცარიის სტ. გალენის უნივერსიტეტის, ბარსელონის ESADA ბიზნეს სკოლის, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის, ბეირუთის უნივერსიტეტის, ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტის, ისლანდიის უნივერსიტეტის, ვარშავის ეკონომიკის სკოლისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე უცხოელი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ლექციები აგროტურიზმის, ეკოტურიზმის, ბიომეურნეობების, დაცული ტერიტორიების შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები ვიდეოჩართვის მეშვეობით წაიკითხავენ მოხსენებეს. სტუდენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით, პრაქტიკული სამუშაოებისა და დისკუსიების მსვლელობისას შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს საკუთარ ქვეყნებში აგროტურიზმის განვითარების შესახებ.
კონფრენციის მონაწილეებისთვის დაგეგმილია გასვლითი ტური, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოში აგროტურიზმის სფეროს სიახლეებს და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.
კონფერენცია სტუდენტური ორგანიზაციის Oikos Tbilisi-ს ინიციატივით და Oikos International-ისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით ტარდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, № 115 აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი