2014-10-22
მემორანდუმები პარტნიორობის შესახებ
22 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობის მემორანდუმს შემოუერთდებიან დარგის განვითარებით დაინტერესებული არასამთავარობო და სამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბატონი ზურაბ ჩეკურაშვილი, და ქ. ბრისტოლის ბიზნეს დელეგაციის ხელმძღვანელი, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯომარე ბატონი დერეკ პიკაპი, და დელეგაციის წევრი, KidsCo Bristol-ის - აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი ესტერ კელერ - პიკაპი.
აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2007-2013 წლებში ევროკავშირის „ტემპუსის“ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (ქ.ბრისტოლი, პროექტის კოორდინატორი), ალიკანტეს უნივერსიტეტისა (პროექტის კოორდინატორი) და საქართველოსა და სომხეთის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით.
ღონისძიების მიზანია საქართველოში ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობა, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე, ინოვაციური სასწავალო პროგრამების განხორციელება დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, მათ შორის კვების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და აგრობიოტექნოლოგიების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში ხელის მომწერი მხარეები თანხმდებიან კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე ახალი სასწავლო კურსების/მოდულების/პროგრამების შემუშავებას, დანერგვას, განხორციელებასა და პოპულარიზაციას; დასაქმების ბაზარზე სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას; სტუდენტების საწარმოო/პროფესიული პრაქტიკის გავლას, სადიპლომო ნაშრომის შესრულებას ინდუსტრიის ბაზაზე; სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა სამეცნიერო/გამოყენებითი/ განვითარების პროექტებში; წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზების გზით; ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას.
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი