2013-05-27
საქველმოქმედო კონცერტი თსუ-ში
27 მაისს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის 43 წლის კონსტანტინე ჭიჭინაძის მკურნალობის ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მარიკო ებრალიძე, ანი გოზალისვილი, სალომე ცუხიშვილი, გიორგი ნადიბაიძე, მერაბ ნუცუბიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბენდი „Strolling Tones“, „Jazz Trio“ კონსერვატორიიდან, თორნიკე ჯაფიაშვილი, მაგდა სვანიძე, გუგა როგავა, ნინუცა ბაგრატიშვილი.
კონსტანტინე ჭიჭინაძეს აღმოაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რომლის მკურნალობამ საქართველოში შედეგი ვერ გამოიღო და საჭიროა სასწრაფოდ ჩატარდეს ძვირადღირებული მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. სადღეისოდ მკურნალობის ხარჯები შეადგენს სულ მცირე 150 000 ევროს, რაც შეიძლება გაიზარდოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში (400 000 აშშ დოლარი).
კონსტანტინე ჭიჭინაძე არის როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ ცნობილი მეცნიერი. მის მიერ ჩამოყალიბებულია და სოლიდურ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულია რამოდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია. 2004 წლიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, არის 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო თეორია და კონცეფცია. კონსტანტინე ჭიჭინაძის ავტორობით არის გამოცემული მონოგრაფია და ორი წიგნი, მათ შორის აშშ-ში 2012 წ. იგი 2005-2009 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდიანტი. იგი დღემდე არის უცხოური: OpenJournal of Molecular and Integrative Physiology (USA), Psychology Research (USA), International Journal of Brain and Cognitive Sciences (USA), და სამამულო ჟურნალების რედკოლეგის წევრი. კ.ჭიჭინაძე 2001 წლიდან დღემდე – საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტია.
ინფორმაცია გადარიცხვებისთვის:
მიმღები ბანკი: ს.ს. ”რესპუბლიკა”
ბანკის BIC კოდი: REPLGE22
მიმღები: კონსტანტინე ჭიჭინაძე
მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი: GE66BR0000010390402357
« იხ. ყველა ანონსი