2012-03-13

ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის და მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია

13 მარტს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპულ კვლევათა ინსტიტუტში გაიმართება ორი კონცეფციის პრეზენტაცია. საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის და მოქალაქის პორტალის შექმნის ვალდებულება აიღო. პრეზენტაციაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაგაცნობენ საერთაშორისო სიახლეებს და საქართველოს მთავრობის ხედვას ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპ, მეოთხე სართული, ევროპულ კვლევათა ინსტიტუტი

« იხ. ყველა ანონსი