2017-05-10

კომპნია "დელოიტის" შეხვედრა სტუდენტებთან

10 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია „დელოიტი“ თბილისის ოფისი სტუდენტებისთვის პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სტუდენტებთან შემდგომ თანამშრომლობას. მოკლე პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

კომპანია „დელოიტი“ ახორციელებს აუდიტორულ, საგადასახადო და იურიდიულ, მმართველობით და ფინანსურ კონსულტირებას სხვადასხვა სფეროში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიებისთვის. კომპანიაში დასაქმებულნი არიან ქვეყნის ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტები. თანამშრომელთა სათანადოდ შერჩევა კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების მუდმივ სწავლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 302-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი