2017-09-25
„არ დაკარგულა“ - გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა
25 სექტემბერს,
18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ გამოფენას
„არ დაკარგულა“. ღონისძიება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების 100 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. 1997 წელს ერთობლივი პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.
20 წლის შემდეგ ბიბლიოთეკამ ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ყველა ეს სატიტულო ფურცელი და მალე ელექტრონულად განათავსებს თავის საიტზე, 25 სექტემბერს კი „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში 1000 ყველაზე საინტერესოს გამოფენის სახით წარმოუდგენს მნახველს. ამავე დღეს გერმანულ მხარეს კიდევ გადაეცემა ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი რამდენიმე წიგნი.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, განათებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები, დაინტერესებული სტუმრები.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლარებს, აგრეთვე 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
« იხ. ყველა ანონსი